სომხეთში მეორე და ბოლო მოსმენით მხარი დაუჭირეს კანონპროექტს "სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ". "ბრიუსელში ელოდებიან მეორე მოსმენას კანონპროექტის "სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლებათ რეაგირება", – ამის შესახებ 24 მარტს, ეროვნული ასამბლეის ევროპული ინტეგრაციის მუდმივმოქმედი საპარლამენტო კომისიის საგანგებო სხდომაზე, კანონპროექტის მეორე და საბოლოო მოსმენაზე მსჯელობისას, განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პარუირ ოვანისიანმა, ოპოზიციური ბლოკის "სომხეთის" დეპუტატის, არმენ გევორქიანის შეკითხვაზე პასუხად, რომელიც დაინტერესდა, არსებობს თუ არა ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოების ოფიციალური რეაქცია კანონპროექტთან დაკავშირებით. ბოლო წლებში ერევანი სულ უფრო ხშირად გამოხატავს დაინტერესებას ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობით, განსაკუთრებით, 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ, როცა რუსეთის მიმართ ნდობა შესუსტდა. ამ ეტაპზე სომხეთის მთავრობა მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე იწყებს ამ პროცესს. ოპოზიცია სკეპტიკურად არის განწყობილი და მიიჩნევს, რომ თუ ევროკავშირს რეალური პოლიტიკური ნება ექნებოდა, უკვე გამოხატავდა მკაფიო პოზიციას ამ საკითხზე. Netgazeti.ge
0 კომენტარი