უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სკანდინავიელ ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ "დღეს საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვა" და რომ ქვეყანამ "აირჩია რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობა და ევროკავშირისკენ გზა".
"უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვა. თავიდან მათ წაიღეს საქართველოს ნაწილი, შემდეგ შეცვალეს პოლიტიკა, შეცვალეს მთავრობა, ახლა იქ პრორუსული ხელისუფლებაა, პრორუსული პოზიცია. არავითარი სანქციები პუტინის წინააღმდეგ, ბევრი რუსი საქართველოში. მათი არჩევანი რუსეთთან მეგობრობაა, მათი არჩევანი ევროკავშირისკენ არსვლაა. მათ შეცვალეს პოზიცია, რუსეთმა დღეს გაიმარჯვა, მათ წაიღეს საქართველოს თავისუფლება", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მან ასევე დასძინა, რომ მოლდოვაშიც "რუსეთი იმავე მიმართულებით მიდის".
"ნახეთ, რუსეთი მიდის იმავე გზით, მათ იმავეს გაკეთება სურთ და იზამენ კიდეც, თუ დასავლეთი არ შეწყვეტს საუბარს წითელ ხაზებზე. თუ ისინი ამას არ შეწყვეტენ და განაგრძობენ ამ რიტორიკას, ორ წელიწადში მოლდოვასაც დაკარგავენ. ჩვენ უფრო დიდი ვართ, ამაშია ჩვენსა და საქართველოს შორის განსხვავება - ჩვენ საკმაოდ დიდი ვართ, ჩვენი მოსახლეობა მეტია, მეტი კაცია, ვისაც არ სურდა რუსობა", - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
0 კომენტარი