"უნდა გავიაზროთ, რომ რუსეთი მარტო არ მოქმედებს და ის მჭიდროდ თანამშრომლობს ჩინეთთან, ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან. რა თქმა უნდა, ეს არის ალიანსი, რომელიც ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ მას საფრთხის შექმნა შეუძლია არამხოლოდ ევროპისთვის, მთლიანად მსოფლიოსთვის"

"პუტინისთვის საკმაოდ ყურადღებით უნდა მოგვესმინა და ახლაც უნდა დავუკვირდეთ მის სიტყვებს, რადგან ხშირად ის საჯაროდ ამბობს იმას, რის გაკეთებასაც მომავალში გეგმავს"

"ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე ვხედავთ, მაგრამ ასევე, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ჩვენი მეგობრები ხართ, პირობების შეუსრულებლობაზე თვალს ვერ დავხუჭავთ"

"ჩვენ ვიცით და ვაფასებთ ქართველი ხალხის სურვილს, გახდნენ ევროკავშირის ნაწილი, თუმცა, მეორე მხრივ, გვაქვს ბევრი შეკითხვა საქართველოს ხელისუფლებასთან, თუ რამდენად სერიოზულად ხორციელდება რეფორმები"

"ჩვენ პროცესებს დავაკვირდებით და აქვე, მოვუწოდებთ ყველას, ვინც შესაძლოა დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება ან ამის სურვილი აქვს, რომ მაქსიმალურად უზრუნველყონ არჩევნების გამჭვირვალობა და სამართლიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესები საქართველოსთვის უკიდურესად საზიანო იქნება"

ინტერვიუ ჩეხეთის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე პაველ ფიშერთან

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *