"ჩვენ გვქონდა იმედი, რომ ყველა ინსტიტუტი და ადამიანების მენტალიტეტიც საბჭოთა პერიოდს დაშორდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ სტალინის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება დააბრუნონ"
"პუტინის დღევანდელი რუსეთი აგებულია მცდელობაზე, კვლავ შექმნას ხატი ქვეყნისა, რომელიც შიშის ზარს სცემს საერთაშორისო საზოგადოებას - სტალინის კულიტივირება არის მცდელობა, რომ საერთო იდეოლოგიური საწყისები კვლავ გაჩნდეს და ის გავრცელდეს იმ მეზობელ სახელმწფოებში, სადაც რუსეთი მიიჩნევს, რომ მისი ლეგიტიმური გავლენების სფეროს წარმოადგენს”
“საპატრიარქომ სწრაფად დაიხია უკან, რადგან დაინახა, რომ თუ ეს დისკუსიები გაგრძელდებოდა, საზოგადოება უფრო ღრმად ჩავიდოდა ამ დისკუსიაში და ის მანკიერი საფუძვლები გამოჩნდებოდა, რაზეც ეს ქმედებაა დამყარებული”
“არ არის გამორიცხული ეს იყოს ჰიბრიდული ოპერაცია, რათა საქართველოში სტალინის მიმართ დამოკიდებულება მრევლში დაეტესტათ, ან ეს პირველი ნაბიჯი იყო მსგავსი გავლენების გასავრცელებლად”
“ჩვენ სტალინზე ვამახვილებთ ყურადღებას, საბოლოოდ კი, ხატს გამოიტანენ, სტალინს ამოშლიან და ისევ დააბრუნებენ. ეს ხომ რუსი წმინდანის ხატის შეყვანას ნიშნავს ჩვენს საკათედრო ტაძარში?! თავად ეს ფაქტი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ”
ქეთი ფარცხალაძის ინტერვიუ, “რონდელის ფონდის” ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორთან კახა გოგოლაშვილთან
0 კომენტარი