"ბიძინა ივანიშვილის ყრილობაზე გამოსვლა, ძირითადად, იმაზე იყო აგებული, რისი მოსმენაც ხალხს უნდოდა და მოლოდინი ჰქონდა. ამიტომაც ისაუბრა კორუფციაზე, დანარჩენი კი, ჩემს წყევლას დაეთმო. სინამდვილეში, ეს ყველაფერი ემსახურება ერთ რამეს - როგორ მოიპაროს არჩევნები ისე, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს"
"ეტაპობრივად, როგორც კი წინასაარჩევნო პროცესი დაიწყება და ჩვენთვის ეს სულ რამდენიმე კვირაში მოხდება, საქართველოს მოქალაქეებს, თანმიმდევრულად ავუხსნით საარჩევნო პროცესში პოლიტიკური ფულისა და კორუფციული ფინანსების როლს. მაგალითებით ავუხსნით, როგორ მუშაობს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება ან პარტიების უკან, რა კონკრეტული ფინანსური ინტერესები იმალება"
"ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შემდგარი თანამშრომლობა აქვთ როგორც ბიზნესსა და კორუფციაში, ასევე, პოლიტიკაში და კიდევ ბევრგან"
"ბიძინა ივანიშვილთან შეკითხვა მექნებოდა, შემდეგ ჯერზე როდის წავა. ეს სერიოზული შეკითხვაა"
0 კომენტარი