ინტერვიუ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილ დირექტორთან და აშშ-ის ძალების ყოფილ სარდალთან ერაყსა და ავღანეთში, დევიდ პეტრეუსთან:
“რუსეთი ზამთრის პერიოდის გამოყენებას მაქსიმალურად შეეცდება, რადგან მათ არამხოლოდ უკრაინული ტერიტორიების ოკუპაციის სურვილი აქვთ, რუსეთის მიზანია უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს ლიკვიდაცია უზრუნველყოს”
“კრემლი დარწმუნებულია, რომ უკრაინის სახელმწიფოს არსებობის უფლება არ აქვს და გარწმუნებთ, რომ მათ ანალოგიური მიზნები ამოძრავებთ სხვა სახელმწიფოების მიმართაც”
“დარწმუნებული ვარ, აშშ-ის კონგრესი მომდევნო ერთი ან ორი კვირის განმავლობაში უკრაინისთვის დამატებითი დახმარების პაკეტზე შეთანხმდება. პრეზიდენტიც მას ხელს სწრაფად მოაწერს და უკრაინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამხედრო ნაკადის მიწოდება დაუყოვნებლივ დაიწყება”
“მოგეხსენებათ, ორი ომის მეთაური ვიყავი და თითქმის ყოველ ღამე წერილებს ვწერდი იმ ფორმიანი ჯარისკაცების დედებსა და მამებს, რომელთა სიცოცხლეს ბრძოლისას ვკარგავდით. მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ უმკლავდებიან რუსი მეთაურები ადამიანური სიცოცხლის ასეთ მასიურ დანაკარგს”
“სხვადასხვა ფაქტორი იქნება განმსაზღვრელი, როგორ განვითარდება ეს ომი მომავალში, თუმცა მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების მოლოდინი არ მაქვს”
ინტერვიუ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილ დირექტორთან და აშშ-ის ძალების ყოფილ სარდალთან ერაყსა და ავღანეთში, დევიდ პეტრეუსთან
0 კომენტარი