კიევი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ინიციატივით, ევროკავშირიდან დაბლოკილი 50 მილიარდი ევროსა და შეერთებულ შტატებში, რესპუბლიკელთა მიერ იანვრამდე შეჩერებული ფინანსური დახმარების მიღების მოლოდინშია. პარალელურად, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, საზღვარგარეთ მცხოვრებ 25-დან 60 წლამდე უკრაინელ მამაკაცებს, სამხედრო სამსახურში ჩართვისკენ მოუწოდა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ კი, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ბრძოლის ველზე 450,000-500,000 დამატებითი ჯარისკაცის მობილიზებაა საჭირო. როგორია თავად უკრაინელი პოლიტიკოსების მიერ დანახული რეალობა ფრონტის წინა ხაზზე, რა მეთოდებით ცდილობს რუსეთი უკრაინას როგორც ბრძოლის ველზე, ისე საერთაშორისო ასპარეზზე დაუპირისპირდეს და რა საფრთხის წინაშე აღმოჩნდება მსოფლიო, თუ უკრაინა საკუთარი ტერიტორიების დაცვას ვერ შეძლებს, globalnews.ge უკრაინის რადას ოპოზიციონერ დეპუტატს, ალექსეი გონჩარენკოს, ვაშინგტონში მისი ოფიციალური ვიზიტისას შეხვდა.
0 კომენტარი