პრაიმერიდან დაწყებული და საარჩევნო კოლეგიის გავლით კონგრესის არჩევნებით დამთავრებული, აშშ-ის საარჩევნო სისტემა საარჩევნო ტერმინოლოგიის სიმრავლით გამოირჩევა, რაც, შესაძლოა ბევრისთვის დამაბნეველი იყოს. ამიტომ, გთავაზობთ მარტივ გზამკვლევს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დეტალებისა და ტერმინოლოგიის შესახებ.
პირველ რიგში, განვიხილოთ აშშ-ის არჩევნების საფუძვლები:
2024 წლის 5 ნოემბერს, სამშაბათს, ამერიკელები საარჩევნო უბნებზე ქვეყნის მომავალ პრეზიდენტს აირჩევენ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული თანამდებობას 2025 წლის იანვარში, ოთხწლიანი ვადით დაიკავებს.
როგორფუნქციონირებსსაარჩევნო კოლეგიის სისტემა?
ამერიკელები პრეზიდენტსა და ვიცე პრეზიდენტს პირდაპირი წესით არ ირჩევენ. ნაცვლად ამისა, ისინი ხმას აძლევენ საარჩევნო კოლეგიის წევრებს (electors),რომლებიც მათ მიერ არჩეულ კანდიდატებსუჭერენ მხარს. თითოეული შტატის საარჩევნო კოლეგიის წევრთა რაოდენობა მისი საერთო მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება. კალიფორნიას, რომლის მოსახლეობა თითქმის 40 მილიონია, საარჩევნო კოლეგიის 55 წევრი ჰყავს, ხოლო ჩრდილოეთ დაკოტას, სადაც დაახლოებით 762,000 ადამიანი ცხოვრობს, მხოლოდ სამი. სულ, მთელი ყვეყნის მასშტაბით, საარჩევნო კოლეგიის 538 წევრია - 435 წარმომადგენელი კონგრესიდაან, 100 სენატორი და სამი დამატებითი ამომრჩეველი კოლუმბიის ოლქიდან. შტატების უმეტესობაში მოქმედებს სისტემა "გამარჯვებული იღებს ყველაფერს", ამიტომ, თუ კანდიდატი მიიღებს ყველაზე მეტ ხმას შტატში, ის იღებს საარჩევნო კოლეგიის ყველა ხმას. მხოლოდ ორი შტატია ისეთი, რომელიც იყენებს პროპორციულ სისტემას - მეინი და ნებრასკა.ეს სისტემა საარჩევნო კოლეგიის ხმებს ჰყოფს იმის მიხედვით, თუ რამდენ ხმას მიიღებს თითოეული კანდიდატი. საპრეზიდენტოკანდიდატი, რომელიცსაარჩევნო კოლეგიის 270 ხმას მოაგროვებს, გამარჯვებულად ცხადდება. თუ არცერთი კანდიდატი არ მიიღებს აბსოლუტურ უმრავლესობას, მაშინ პრეზიდენტსწარმომადგენელთა პალატა ირჩევს.
რაგავლენას ახდენს ეს საერთო სახალხო არჩევნებზე?
საარჩევნო კოლეგიის სისტემის არსებობის გამო, საპრეზიდენტო კანდიდატმა შესაძლოა ამომრჩევლის ყველაზე მეტი ხმა დააგროვოს, მაგრამ პრეზიდენტი მაინც ვერ გახდეს. ასე მოხდა 2016 წელს, როდესაც ჰილარი კლინტონმა თითქმის სამი მილიონი ხმით მეტი დააგროვა, ვიდრე დონალდ ტრამპმა, მაგრამ პრეზიდენტი მაინც ეს უკანასკნელი გახდა, რადგან საარჩევნო კოლეგიის 304 ხმა მოიპოვა. 2000 წელს ჯორჯ ბუშმა საარჩევნო კოლეგიის 271 ხმა მიიღო და პრეზიდენტი გახდა, მაშინ როდესაც მისმა დემოკრატმა მოწინააღმდეგე ალ გორმა საერთო ამომრჩეველთა თითქმის ნახევარი მილიონით მეტი ხმა მიიღო.
როგორ ირჩევენ ვიცე-პრეზიდენტს?
ვიცე პრეზიდენტის არჩევაც საარჩევნო კოლეგიის ხმებით ხდება. კოლეგიის თითოეული წევრი ერთ ხმას პრეზიდენტს აძლევს, მეორეს კი ვიცე-პრეზიდენტს. საპრეზიდენტო კანდიდატები თავად ირჩევენ, თუ ვინ უნდა იყოს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი მათი პარტიებიდან. ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად, რესპუბლიკური პარტიის ოფიციალურმა საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა, ვიცე-პრეზიდენტად სენატორი ჯეი დი ვანსი დაასახელა, ჯერჯერობით, უცნობია, ვინ იქნება დემოკრატების ვიცე-პრეზიდენტი, რადგან პარტია ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კანდიდატის ძიებაშია.
როდის ცხადდება გამარჯვებული?
მოსალოდნელი გამარჯვებული ჩვეულებრივ ცხადდება არჩევნების ღამეს, თუმცასაარჩევნო კოლეგიაში ფაქტობრივი ხმის მიცემა ხდება დეკემბერში, როდესაც კოლეგიის წევრები საკუთარ შტატებში იკრიბებიან.
რას ნიშნავს მერყევი შტატები და რამდენად მნიშვნელოვანია ისინი?
"მერყევი შტატები", რომლებსაც ასევე "იასამნისფერ" ან "ლატარიის შტატებს" უწოდებენ, არაპროპორციულად დიდ გავლენას ახდენენ საპრეზიდენტო არჩევნებზე. როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, ასეთი შტატები, როგორც წესი, მერყეობენ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის, რადგან ამ ორი პარტიის მომხრეები თითქმის თანაბარი რაოდენობით არიან წარმოდგენილნი. ამის გამო, "იასამნისფერ შტატებში" საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად კანდიდატები მილიონობით დოლარს ხარჯავენ. 2024 წელს ასეთ კრიტიკულ შტატებს შორის, დიდი ალბათობით, იქნებიან არიზონა, ჯორჯია, მიჩიგანი, ნევადა, პენსილვანია და ვისკონსინი. გასული წლის ნოემბერში ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს, რომ დონალდ ტრამპი ვისკონსინის გარდა ყველა მათგანში ლიდერობს.
რა არის პირველადი არჩევნები?
პირველადი არჩევნები ანუ პრაიმერი არის მინი-არჩევნები, რომლებშიც ორი მთავარი პარტია საკუთარ კანდიდატებს ირჩევს. ხმის მიცემა, როგორც წესი, ხდება ჩვეულებრივ, საარჩევნო უბნებზე და ზოგჯერ ფოსტის საშუალებით. მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატებს ამომრჩევლები პირდაპირი წესით აძლევენ ხმას, საბოლოოდ მათ თითოეული პარტიის დელეგატები ირჩევენ. იმისთვის, რომ პიროვნება რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს, მას მინიმუმ 1215 დელეგატი უნდა ჰყავდეს, დემოკრატიული პარტიისთვის კი ეს რიცხვი არის 1968.
რესპუბლიკური პარტიის ეროვნული ყრილობა მიმდინარე წლის ივლისში გაიმართა, დემოკრატიული პარტიისა კი აგვისტოში.
რა არის კოკუსი?
პრაიმერისგან განსხვავებით კოკუსზე დასწრება უშუალოდ ხდება. პრაიმერის ატარებენ შტატები, კოკუსები კი ორგანიზებულია თავად პარტიების მიერ. კოკუსები იმართება ოლქების, რაიონებისა და შტატების დონეზე, ისეთ ადგილებში, როგორებიცაა სკოლები, ეკლესიები და საზოგადოებრივი ცენტრები. კამპანიის წარმომადგენლები სიტყვით გამოდიან თავიანთი კანდიდატების სახელით, კოკუსის მონაწილეები კი შემდეგ იქვე აძლევენ ხმას. ხმებიც იქვე, რამდენიმე საათში ითვლება. პრაიმერი და კოკუსი შეიძლება იყოს ღია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერს შეუძლია მონაწილეობის მიღება, და ასევე დახურული, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ პარტიის რეგისტრირებული წევრები დაიშვებიან.
რა არის სუპერ სამშაბათი?
"სუპერ სამშაბათი" არის არჩევნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ამერიკის შეერთებულ შტატებში და მნიშვნელობით ის მხოლოდ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებს ჩამორჩება. ეს არის დღე, როდესაც შტატების უმრავლესობა წყვეტს, ვინ უნდა იყვნენ მათი საპრეზიდენტო კანდიდატები. მიმდინარე წლის სუპერ სამშაბათს თხუთმეტმა შტატმა და ერთმა ტერიტორიამ (ამერიკული სამოა) მიიღო მონაწილეობა რესპუბლიკელი და დემოკრატი კანდიდატების არჩევაში.
პრეზიდენტის გარდა, კიდევ რას აძლევენ ხმას ამერიკელები?
ამომრჩევლები ასევე ირჩევენ ამერიკის მთავრობის საკანონმდებლო შტოს - კონგრესის ახალ წევრებს. კონგრესი ორი ნაწილისგან შედგება. ესენია წარმომადგენელთა პალატა და სენატი. თითოეულ შტატს ჰყავს ორი სენატორი და როგორც მინიმუმ ერთი წარმომადგენელი. ნოემბერში წარმომადგენელთა პალატის 435 წევრი და 33 სენატორი უნდა იქნას არჩეული.
0 კომენტარი