ინტერვიუ რონდელის ფონდის უფროს მკვლევართან, ბუკა პეტრიაშვილთან:
"შეერთებულ შტატებსა და ევროპას იმედი აქვთ, რომ საქართველო, დემოკრატიის გავრცელებისა და მართვის თვალსაზრისით, თავადაც განახორციელებს რეფორმებს, რაც აუცილებელია ქვეყნის პროგრესისთვის. ეს პრობლემა არ გახლავთ ჩინეთისთვის, მას არ სჭირდება შეფასება, როგორი ვითარებაა ადამიანის უფლებების, მედიასთან დამოკიდებულებისა და პოლიტიკურ ოპონენტებთან მიმართებაში"
"შეერთებული შტატები საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდან იყო ჩვენი უერთგულესი მხარდამჭერი. სწორედ აშშ-ის მხარდაჭერით მოხდა საზღვრის დაცვის სისტემის აწყობა, ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა. რომ არა შეერთებული შტატების ორპარტიული მხარდაჭერა, დღეს სად და როგორ იქნებოდა საქართველო, ძნელი სათქმელია"
0 კომენტარი