ინტერვიუ არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ლევან ნატროშვილთან:
"სამართლიანი, კონკურენტული და თავისუფალი არჩევნები ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ჩვენს კანონმდებლობაში არის გარკვეული საკითხები, რაც საკმაოდ კარგადაა მოწესრიგებული და იძლევა საფუძველს, რომ არჩევნები ამ სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს, თუმცა ცესკო-ს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებები, კითხვის ნიშნებს აჩენს, რამდენად სწორად შესრულდება უკვე არსებული რეგულაციები"
"ჩვენ თუ გვინდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წლის ბოლოს შემდეგომ ეტაპზე გადავიდეს, აუცილებელია ის 9 ნაბიჯი შესრულდეს, რაც საქართველოსთვისაა დადგენილი ევროკავშირის მხრიდან"
"რეკომენდაციები საკმაოდ დეტალურია, ბევრ ორგანიზაციასა და პარტიას ნამუშევარი აქვს მიმართულებით. მთავარი პრობლემა პოლიტიკური ნების არარსებობა და შიშია, რომ ამ რეფორმების გატარებით, გარკვეულ ბერკეტებს, ძალაუფლებასა და ხელისუფლებას დაკარგავენ"
"სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ მუშაობას ხელისუფლების მხრიდან, რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა"
0 კომენტარი