ინტერვიუ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ევრაზიის რეგიონულ დირექტორთან, სტივენ ნიქსთან:
"საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს მრავალი წელია ვიცნობთ და მასთან ვმუშაობდით, როგორც მისი პარლამენტში მუშაობის პერიოდში, ასევე, პარტიაში ყოფნისას. ახლა ჩვენ მოუთმენლად ველით მასთან, როგორც პრემიერ-მინისტრთან და ასევე, მთავრობის სხვა წევრებთან მუშაობას"
"მოლოდინი გვაქვს და ვგულისხმობ არჩევნებს, რომ ის კარგად ადმინისტრირებული იქნება და საქართველოსა და ქართველი ხალხის ნებას უზრუნველჰყოფს. ასევე, არსებობს მოლოდინი, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსიდან ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე გადავა"
"IRI-ს გამოკითხვის მონაცემები მიუთითებს, რომ ქართველი ხალხის 90%-ს სურს, ქვეყანა ევროკავშირის ნაწილი გახდეს. ასე რომ, როგორც მთავრობის, მმართველი პარტიისა და ოპოზიციური ძალების ვალდებულებაა, ყველამ ერთად იმუშაოს, რომ ამ შედეგს მიაღწიონ. პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი კი, არჩევნები იქნება და IRI სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს"
"აგვისტოში საქართველოში გრძელვადიან დამკვირებლებს გავაგზავნით. საარჩევნო კამპანიის დასაკვირვებლად, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მოკლევადიანი დამკვირებლებიც ჩამოვლენ იმ იმედით, რომ საქართველოი მიაღწევს ისტორიულ ნაბიჯს, რაც ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებებზე წინსვლას გულისხმობს"
"ყურადღებით ვადევნებდით თვალს, რა გავლენას მოახდენდა ანტიდასავლური პროპაგანდისტული დეზინფორმაცია კვლევის მაჩვენებლებზე. ამ მხრივ ცვლილება არ არის ევროკავშირის მხარდამჭერთა ლიდერობის თვალსაზრისით. ევროკავშირში გაერთიანება რჩება მთავარ პრიორიტეტად. ქართველებს სურთ დასავლეთის ნაწილი გახდნენ"
"გამოკითხვის მონაცემები გვეუბნება, რომ ქართველ ხალხს სურს, საქართველოს მთავრობამ გააგრძელოს რუსეთთან ურთიერთობის შენარჩუნება, მაგრამ ამავე დროს აღიაროს, რომ რუსეთი წარმოადგენს სერიოზულ სამხედრო საფრთხეს ქვეყნისთვის. მათ არამხოლოდ საქართველოს 20% დაიკავეს უკანონოდ, არამედ შესაძლოა, საქართველოს სამხედრო საფრთხე მომავალშიც შეუქმნან"
0 კომენტარი