"პარტიაში საპატიო თავმჯდომარის სტატუსით დაბრუნება და შემდეგ განხორციელებული სამთავრობო ცვლილებები გვაჩვენებს მთლიან სურათს, რომ ეს არ გახლდათ დემოკრატიული პროცესი, ან პარტიის მიერ განხილვით მიღებული გადაწყვეტილება. ეს პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა და მთლიანად პარტია “ქართული ოცნება” ერთი ადამიანის ტყვეობაშია და ეს პიროვნება გახლავთ ბიძინა ივანიშვილი"
"ბოლო კვირებში გადადგმული ნაბიჯები, ჯერ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება და შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული ცვლილებები მთავრობაში აბსოლუტურად საპირისპიროა იმისა, რასაც ევროპა საქართველოსგან მოელის"
"საქართველოს მთავრობას ნათლად უნდა ესმოდეს, რომ ევროპული პარლამენტი და ევროკავშირი, კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისგან ძლიერ პოლიტიკურ ნებას მოელიან, რომ კოპენჰაგენის კრიტერიუმები - დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა უზრუნველყოფილი იქნება"
"თუ ქვეყანას არ შეუძლია დაამტკიცოს, რომ ქვეყანაში დემოკრატია მომწიფებულია და რომ სახელმწიფოში დემოკრატია ევროპული სტანდარტებით მუშაობს, სადაც არ დევნიან ოპოზიციის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს და რომ მმართველი პარტია თავისუფალია ოლიგარქიული გავლენისგან, მაშინ ასეთი ქვეყანა საბოლოო მიზნამდე წინ ვერ წაიწევს. ქართველი ხალხის საბოლოო მიზანი კი, ევროკავშირის წევრობაა"
"რასაც ახლა ვხედავთ არის ის, რომ საქართველოს მთავრობა ტექნიკური დეტალების შესრულებას ცდილობს, თუმცა არაფერს აკეთებს საბაზისო კრიტერიუმების განსახორციელებლად, რაც გულისხმობს დემოკრატიული ღირებულებების დაცვას, კანონის უზენაესობასა და რა თქმა უნდა, არჩევნებს. საუბარია არა ფორმალურად განხორციელებულ ცვლილებებზე, არამედ ფუნდამენტურ რეფორმებზე"
"არჩევნებზე დაკვირვება, ბუნებრივია, არ გულისხმობს მხოლოდ არჩევნების დღისა და ბიულეტენების დათვლის პროცესის მონიტორინგს, თუმცა ესეც მნიშვნელოვანი საკითხია. მთელმა საარჩევნო პროცესმა უნდა მიაღწიოს გამჭვირვალობის მაღალ დონეს"
0 კომენტარი