"ჩვენ უნდა ვიყოთ ერთგულნი გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების მხარდაჭერის გზაზე. ეს ეხება როგორც ჩვენი თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვას, ასევე, უსაფრთხოების უზრუნველყოფას ევროპის კონტინენტზე"
 
"არ მესმის, როგორ უნდა მოახდინოს რუსულმა პროპაგანდამ გავლენა იმ ადამიანებზე, რომლებიც კრემლის განცხადებებს საჯაროდ ისმენენ"
 
"ჩვენმა სტრატეგიამ რუსეთთან არ იმუშავა და დღეს ჩანს, რომ შეცდომაც კი იყო, თუმცა შეცდომის გამოსწორების დრო ყოველთვის გვაქვს და ახლა ვითარების შეცვლა სწორედ იმით შეგვიძლია, კრემლს გამარჯვების შესაძლებლობა არ მივცეთ"
 
"პრეზიდენტმა მაკრონმა ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ოფიციალურად გახსნილიყო და ასევე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიგვენიჭებინა"
 
"უპირველეს ყოვლისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარება შეძლოთ, ასევე, დავინახოთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება თავის მოქმედებებში თავისუფალია და არ იზღუდება, შექმნათ დამოუკიდებელი მედია გარემო და სასამართლო სისტემა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველომ ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიოს კორუფციას"
 
"ერთ-ერთი უმთავრესი ტესტი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება იქნება. ჩვენ ამ პროცესს სერიოზულად დავაკვირდებით. ვფიქრობ, არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა, იქნება განმაპირობებელი, როგორ გაგრძელდება საქართველოს ევროპული გზა"
ინტერვიუ საფრანგეთის პარლამენტის წევრთან და მმართველი გუნდის წარმომადგენელთან, ბენჟამინ ჰადადთან  

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *