"ირაკლი კობახიძე "არანაირი" პრემიერი იქნება, მას მართვის გამოცდილება არ აქვს - სახელმწიფოს მართვა აბსოლუტურად სხვა რამეა. ის ნომინალური პრემიერ-მინისტრი იქნება, მთავარი მმართველობითი ფუნქციები ბიძინა ივანიშვილთან დარჩება"
"არამგონია, ბიძინა ივანიშვილის ამოცანა იყოს, ღარიბაშვილის შემდეგ, დასავლელ პარტნიორებთან, განსაკუთრებით სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობები გაუუმჯობესოს"
"მთავარი ინტერესია ძალაუფლების შენარჩუნება გრძელვადიან პერსპექტივაში და დავალებების შესრულება მოსკოვიდან"
"როდესაც შენი პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის ხელმძღვანელობის მეშვეობით, ჩვენი მეგობარი ქვეყნების ცალკეულ პოლიტიკოსებსაც და თანამდებობის პირებსაც ლანძღავ და ვინც მართლა ოკუპანტი ქვეყნის აგენტია და მისი სატელიტი, ასეთებს მოკავშირეს ეძახი, რა სქემაში ზის ეს, ამიხსნან"
"ეს ქვეყანა მარტო იმიტომ ვერ განვითარდება არსებული მოცემულობით, რომ სხვადასხვა თანამდებობის პირები აგრესიული რიტორიკით ურთიერთობენ თანამოქალაქეებთან"
"ბიძინა ივანიშვილი არჩევნების გაყალბებას აანონსებს"
ქეთი ფარცხალაძის ინტერვიუ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილესთან, სანდრო ბარამიძესთან
0 კომენტარი