თბილისში, საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირის ზომით ყველაზე დიდი დროშა გაშალეს. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივითა და ორგანიზებით, "ევროპის მოედანზე" მსვლელობა გაიმართა, რაც მიზნად ისახავდა ევროპისთვის ხმის მიწვდენას ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის შესახებ.
მსვლელობას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა. სპეციალურად ამ დღისთვის, მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის, 22 მეტრი სიგანისა და 33 მეტრი სიგრძის დროშა შეიკერა. სიმბოლურადვე, დროშაზე თორმეტი ვარსკვლავი, საქართველოს თორმეტ რეგიონში შეიკერა და საბოლოო სახე დედაქალაქში მიიღო.
0 კომენტარი