დღეს თბილისს ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ხერტ იან კოოპმანი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. კოოპმანი მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და სხვა პარტნიორებთან ერთად ისაუბრებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული ცხრა ნაბიჯის შესარულებისთვის საჭირო სამუშაოზე. კერძოდ, კოოპმანი მოლაპარაკებას გამართავს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვiლთან. გაიმართება შეხვედრები ოპოზიციურ პარტიებთანაც.
„თბილისში ხერტ იან კოოპმანი გახსნის ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რამდენიმე პროექტს, რომლებიც მიზნად ისახავს დახმარებას საქართველოს საირიგაციო ქსელის რეაბილიტაციაში, ასევე ინვესტირების ხელშეწყობას განახლებადი ენერგოგენერაციის პოტენციალის გაზრდაში და სესხების ეროვნულ ვალუტაში წახალისებას მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
0 კომენტარი