სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, მეთიუ მილერმა, სახელმწიფო დეპარტამენტში გამათულ ბრიფინგზე, საქართველოში პრემიერ-მინისტრის ცვლილებასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს "საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობის გაგრძელების მოლოდინი აქვს".
"რა თქმა უნდა, ჩვენ საქმის კურსში ვართ, საქართველოში ახალი მთავრობის ფორმირებასა და პარლამენტში განხილვასთან დაკავშირებით. ჩვენი საელჩო საქართველოში მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და ჩვენ მოუთმენლად ველით ამ ურთიერთობის გაგრძელებას", - აღნიშნა ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.
0 კომენტარი