პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ევრიკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას “მონუმენტური ეტაპი” უწოდა და თქვა, რომ ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ შედეგი გამოიღო.
“დღევანდელი დღე საქართველოსა და ჩვენი ევროპული ოჯახისთვის მონუმენტური ეტაპია! შედეგი გამოიღო ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ, რამაც დამსახურებულად მოიტანა კანდიდატის სტატუსი. საქართველოს ხელახლა გაერთიანება თავის ევროპულ ოჯახთან შეუქცევადი პერსპექტივაა!”-თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნა უკრაინის პრეზიდენტს მიულოცა და აღნიშნა, რომ “მისი ურყევი მონდომება ამ ბრძოლაში გადამწყვეტი იყო”.
“გულითადად ვულოცავ პრეზიდენტ ზელენსკის ამ მონაპოვარს. თქვენი ურყევი მონდომება გადამწყვეტი იყო ამ ისტორიულ მიღწევაში.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერები უახლოეს მომავალში ერთად დადგებიან, როგორც ევროკავშირის ამაყი წევრები!”,-ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
0 კომენტარი