"მივესალმებით ევროკავშირის გამბედაობასა და მონდომებას", - წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში, რითაც ევროკავშირის 27 ქვეყნის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მხარდაჭერის პაკეტის მიწოდებასთან დაკავშირებით. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, "საქართველოს მოქალაქეები დარწმუნებულები არიან, რომ დღეს საერთო მომავალმა და უსაფრთხოებამ გაიმარჯვა".
„ეს არის შეთანხმება, რომელიც ევროპულ ერთობას, პასუხისმგებლობასა და სოლიდარობას გამოხატავს. ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის გამბედაობასა და მონდომებას. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენმა საერთო მომავალმა და უსაფრთხოებამ დღეს წინ დიდი ნაბიჯი გადადგა” ,- აღნიშნავს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
0 კომენტარი