საქართველოს პრეზიდენტი, ევროპული კამპანიის, “ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა. სიტყვით მიმართვისას პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს განვითარების ერთადერთი პერსპექტივა ევროპაში ინტეგრაციაა.
“ჩვენ ერთად შევალთ ევროკავშირში, ეს უთუოდ მოხდება, რადგან ეს არის ერთადერთი პერსპექტივა ჩვენი ქვეყნისთვის - მშვიდობიანად განვვითარდეთ და მივიღოთ ყველა ის კეთილდღეობა, რაც მოაქვს ევროპას. პირველ რიგში კი, მივიღოთ თავისუფლება, გამყარდეს თავისუფლება, რაც ყველას ინდივიდუალურად მოგვცემს შესაძლებლობას ვიყოთ უფრო წარმატებულნი”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
0 კომენტარი