საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, მედიასთან ქვეყანაში განხორციელებულ სამთავრობო ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ევროკავშირი მზადაა, საქართველოს ყველა მთავრობასთან და პრემიერ-მინისტრთან სამუშაოდ".
„ცხადია, ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში განხორციელებულ სამთავრობო ცვლილებებს. ვიცით, რომ ირაკლი კობახიძე ჯერ მხოლოდ წარადგინეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე და მომავალ კვირაში, პარლამენტი გადაწყვეტილებას მიიღებს. შესაბამისად, პარლამენტის მიერ ოფიციალურ წარდგენას ველოდებით. უკვე აღვნიშნე, რომ ჩვენ, ევროკავშირი, მზად ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს ყველა მთავრობასთან და პრემიერ-მინისტრთან. საკმაოდ წარმატებული თანამშრომლობა გვქონდა წინა პრემიერ-მინისტრთან და დროებით მთავრობასთან. გულწრფელად ვიმედოვნებ, ჩვენი თანამშრომლობა მომავალ მთავრობასთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სამთავრობო კაბინეტთან იქნება სულ მცირე ისეთივე წარმატებული, როგორც მის წინამორბედთან", - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.
0 კომენტარი