საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ისტორიულია, რაც ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების პასუხისმგებლობას გულისხმობს. დიპლომატი ამბობს, რომ “ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირის საფუძველია, ამ ხედვის რეალობად ქცევის ძალისხმევა ევროკავშირის გაფართოების პროცესის ნაწილია და საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთი”.

 

“საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ისტორიულია. მას თან ახლავს ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების პასუხისმგებლობა. შეგიძლიათ ევროკავშირის გვერდში დგომის იმედი გქონდეთ, თქვენი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად”.

 

ელჩმა განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით გაავრცელა. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *