ოთხი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების შეხვედრა "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარეობს.

"ძლიერი საქართველოს" წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, შეხვედრის შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ოპოზიციის გეგმა და მოწოდება.

"ეს არის ოპოზიციის ერთობლივი საკოორდინაციო შეხვედრა. ჩვენ განვიხილავთ საერთო სამოქმედო გეგმას შექმნილი ავტოკრატიული, რეპრესიული აპარატის წინააღმდეგ და მის დასამარცხებლად. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, არ ვაპირებთ ამ ქვეყნის დათმობას არალეგიტიმური, თვითმარქვია ხელისუფლებისთვის, რომელმაც ძალაუფლება მიიტაცა რუსეთის საგარეო დაზვერვის ჩართულობით და დავალებით", - განაცხადა გეგელიამ.

მანამდე "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ ბარიერგადალახული ოპოზიციურ პარტიების 25-ეულებს „შეკრების, ერთად დასხდომის და ბრძოლის ერთად გაგრძელების“ წინადადებით მიმართა.

წყარო: ipn.ge

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *