თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „ახალის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მან „ქართული ოცნების“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. პოლიტიკოსი 13 ივნისის სხდომას არ დასწრებია, თუმცა თავადვე წავიდა რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რადგან დარწმუნებული იყო, სასამართლო მას პატიმრობას შეუფარდებდა.

ამავე მიზეზით წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდათ პარტია „ახალის“ ლიდერს ნიკა მელიასა და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს. მანამდე გირაოს გადაუხდელობისთვის პატიმრობა შეეფარდა ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს.  

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *