"გლობალნიუსთან" საუბრისას, აშშ-ის ელჩი ეუთოში მაიკლ კარპენტერი ვრცლად საუბრობს, როგორ განაგრძობს რუსული საოკუპაციო ძალა მძიმე პროვოკაციებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მიიჩნევს, რომ "რუსეთის მხრიდან საერთაშორისო პრინციპების თავხედური უგულებელყოფა საფუძვლიანად დასაგმობია. ინტერვიუში, საოკუპაციო ძალების მიერ, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თამაზ გინტურის სასტიკი მკვლელობის შეფასებისას ელჩი აღნიშნავს, რომ საკითხის დღის წესრიგში დაყენებას მომავალშიც გააგრძელებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, "ჩვენ გავრისკავთ რუსეთს ჰქონდეს შესაძლებლობა, დაუსჯელად განაგრძობს მსგავსი ქმედებები". 

" აბსოლუტურად შემზარავია, რომ რუსული ძალები ამას აკეთებენ. რა თქმა უნდა, რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას და გამუდმებულ პროვოკაციას საოკუპაციო გამყოფ ხაზზე. ისინი თანმიმდევრულად ახორციელებენ აგრესიას, რომელიც დაიწყო 2008 წელს დაიწყო და როგორიცაა უდანაშაულო ადამიანის მკვლელობა, რომელიც საკუთარ ქვეყანაში გადაადგილდებოდა. სხვათა შორის,

უნდა დაისვას შეკითხვა, რატომ ეს კონკრეტული პიროვნება, რომელიც, როგორც, თქვენ ამბობთ, 2008 წელს იბრძოდა, რა თქმა უნდა, ეს ბევრ კითხვას ბადებს, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს შემზარავია და საფუძვლიანად დასაგმობი, როგორც კიდევ ერთი მაგალითი, რუსეთის მხრიდან საერთაშორისო პრინციპების თავხედური უგულებელყოფისა.

 

რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა განვაგრძოთ ამაზე საუბარი, ცხადია, რომ ახლა ახალი ამბების მთავარ საკითხად ისრაელისა და უკრაინის ომია. ეს ნიშნავს, რომ სხვა ქვეყნებზე, რომლებიც ასევე რუსული აგრესიის ობიექტები არიან, მაგალითად საქართველოსა და მოდლოვაზე, ნაკლებად საუბრობენ. ეს სამწუხაროა. მე გავაკეთე განცხადება ამ კონკრეტულ მკვლელობაზე მუდმივმოქმედ საბჭოზე და მას ჩემი არაერთი კოლეგა შეუერთდა. ასე რომ, გავაგრძელებთ ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენებას, რადგან აუცილებელია მასზე საუბარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გავრისკავთ რუსეთს ჰქონდეს შესაძლებლობა, დაუსჯელად განაგრძობს მსგავსი ქმედებები", - ამბობს დიპლომატი.  

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *