გლობალნიუსმა აშშ-ის ელჩს მაიკლ კარპენტერს შეკითხვა დაუსვა გავრცელებულ დეზინფორმაციაზე, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში მდებარე ოჩამჩირის პორტში საზღვაო ბაზას აშენებს და თუ რა საფრთხეს უქმნის ეს საქართველოს,  ან რა ზომები უნდა იქნას მიღებული ამ პროცესის საწინააღმდეგოდ.

"მე არ მინახავს ცნობა, რომელიც ვარაუდობს, რომ ეს ბაზა უკვე შენდება, თუმცა არსებობს ცნობა, რომ შესაძლოა, მომავალში მოხდეს. ცხადია, რომ ეს საქართველოს სუვერენული ტერიტორიაა. ასე რომ, ეს საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა იქნება. ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ წყლის გაღრმავების გეგმა არსებობდა. ასე რომ, ვეჭვობ, ბოლოდროინდელ პოლიტიკურ განხილვებში, თუ რა შეიძლება მოხდეს, მიზნად ისახავს შეაფერხოს პორტის სამხრეთით განვითარების გეგმა",-გვპასუხობს დიპლომატი. 

ელჩს ასევე ვკითხეთ ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს და თუ რა პასუხისმგებლობას ანიჭებს ეს საქართველოს. 

"კანდიდატის სტატუსი, ვფიქრობ, უზარმაზარი მოვლენაა. მოვლენების ნამდვილად კარგი განვითარებაა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ახლა მიიღოს. ეს შესანიშნავია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებით ევროკავშირს, რადგან არ ვართ ამ გაერთიანების წევრები. ამიტომ ჩემი სათქმელი არ არის, რა უნდა იყოს პირობები. რამდენიმე თვის წინ, საჯაროდ გამოქვეყნდა და გამოიკვეთა არეალები, სადაც გაუმჯობესებაზე ევროკომისიამ უკვე იმსჯელა. ახლა კი არის მოლოდინი, რომ საქართველო ევროპულ გზაზე დაწინაურდება დამატებითი პროგრესით და რა თქმა უნდა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით 2024 წელს. როგორც კრიტიკულ ეტაპს, ჩვენ უკიდურესად დადებითად ვაფასებთ, რომ საქართველოს წინ აქვს ევროპული პერსპექტივა. სექტემბერში, როდესაც თბილისში ვიყავი, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრთან ვისაუბრე. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა, ყოველ შემთხვევაში, მინისტრი ნამდვილად ეთანხმება და ვფიქრობ, მთავრობაც შეთანხმდა, ეს არის პოზიტიური განვითარება და რომ მათ სურთ წარმოდგენილი შესაძლებლობა გამოიყენონ. მე ამას ვაფასებ, როგორც თაობაში ერთხელ არსებულ შესაძლებლობას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის და ბედნიერი ვარ ამის გამო", ამბობს აშშ-ის ელჩი ეუთოში. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *