ბრიუსელში, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი მიმდინარეობს, სადაც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ “მსოფლიოს ამ ნაწილში ბევრი რამ ხდება”.
“აღმოსავლეთ პარტნიორობის” რეგიონი რთულ ვითარებაშია, მათ შორის, ბელარუსი, უკრაინა, კავკასია. კარგი სიახლეა ის, რომ საქართველო წევრობისკენ წინ მიიწევს. სომხეთში ვითარება ჩვენს ძლიერ მხარდაჭერას საჭიროებს. განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია ამ მხარდაჭერის გაზრდა და როგორ გავაგრძელოთ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ჩვენს დღის წესრიგში დატოვება, რადგან ეს ჩვენი აღმოსავლეთ საზღვარია, სადაც ცხელი წერტილები იზრდება”,-აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.
0 კომენტარი