ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო'ბრაიენმა, გერმანიის მარშალის ფონდში გამართულ შეხვედრაზე, ვრცლად ისაუბრა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე. მან ვრცლადვე უპასუხა შეკითხვას, თუ როგორ ხედავს შავი ზღვის რეგიონში საქართველოს როლს, მითუმეტეს, იმ ფონზე, როდესაც რუსეთი, ოკუპირებულ აფხაზეთში, პორტის მშენებლობას აანონსებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ შავი ზღვის რეგიონში საქართველო განიხილება, როგორც კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორი.
"შავი ზღვის უსაფრთოების კონტექსტში ჩვენ განვიხილავთ საქართველოს, როგორც კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორს. თუ შეხვედავთ ფართო სურათს, ცენტრალური აზრიის ქვეყნები სავაჭრო გზებს ეძებენ, რომელიც არ გულისხმობს მხოლოდ ჩინეთსა და რუსეთს. მათ ააშენეს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა რუსეთში გასავლელად, ახლა მათ სურთ სხვა ინფრასტრუქტურის შექმნა. ეს კი ნიშნავს, რომ გზა გადის კასპიიდან აზერბაიჯანზე, შემდეგ საქართველოზე და იმედი გვაქვს, რომ სომხეთთან და თურქეთთან შეთანხმებით, ეს მარშრუტი უზარმაზარი ტვირთის გატარებას შეძლებს. გლობალური ვაჭრობის კონტექსტში, შავ ზღვას კიდევ უფრო ფართო კონტექსტში ვუყურებთ. ამიტომ განვაგრძობთ მუშაობას ევროკავშირთან, რადგან ეს ფუნდამენტურ პარტნიორობას წარმოადგენს. მომავალ კვირას, ბრიუსელში, კონფრენეცია ჩატარდება, სადაც ზოგიერთი სავაჭრო შესაძლებლობების დაფინანსების საკითხი განიხილება. მასში EBRD-იც მონაწილეობს. შავი ზღვის რეგიონი მოიცავს საქართველოსა და რუმინეთს შორის LNG კავშირს (თხევადი ბუნებრივი აირი), წყალქვეშა კაბელებს ელექტროენერგიისთვის, კომუნიკაციებისთვის და ა.შ. ასე რომ, ის გახდება ეკონომიკური ჩართულობის მჭიდრო არეალი იმაზე მეტად, ვიდრე აქამდე იყო. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის დაცულია და ამ ფართო სპექტრში ჩართული ქვეყნების წესები ყველასთვის ნათელია, მათ შორის, რუსეთისთვის და ჩვენ ამას გავაკეთებთ საქართველოსთან ერთად. საქართველოში მიმდინარე წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიას. ჩვენ ვაპირებთ, ვიმუშაოთ ამ მისიასთან და ასევე საქართველოში ნამდვილად ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, რათა დავინახოთ, რომ არჩევნები კარგად წარიმართება, რადგან ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეების 85%-ზე მეტი, მუდმივად ამბობს - მას რეფორმა და ევროკავშირში გაწევრიანება. ეს არის ის, რის გვერდითაც უნდა ვიდგეთ. საქართველოს მთავრობამ, ნამდვილად გამოავლინა ძალისხმევა რეფორმების გასატარებლად, განსაკუთრებით, ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენ ვაფასებთ, რაც მათ გააკეთეს, მათ შორის, სანქციების გვერდის ავლის შესაზღუდად განხორციელებული მრავალი აქტივობით. ვფიქრობ, არსებობს დიდი ოპტიმიზმი, რომ საქართველო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონში. ჩვენ ასევე ვიცით, რომ რუსეთი საკმაოდ დიდ ინვესტიციას ახორციელებს პორტ ნოვოროსისკში. მან დაიპყრო რამდენიმე უკრაინული პორტიც და აშენებს ინფრასტრუქტურად აფხაზეთშიც. ასე რომ, ჩვენ ამ მიმართულებით მომდევნო წლების განმავლობაში ვიმუშავებთ, რადგან ის ეხება 10 ქვეყანას, რომლებსაც მხოლოდ მეტი მშვიდობა და კეთილდღეობა სურთ შავ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველყოფით", - ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო'ბრაიენმა.
0 კომენტარი