აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. მისი განცხადებით, ეს მისი "პირადი გადაწყვეტილებაა".

"მას შემდეგ რაც, როგორც დიპლომატი, შეერთებულ შტატებს ოცდაცამეტი წლის განმავლობაში წარმოვადგენდი, მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე", – ნათქვამია 5 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში. რობინ დანიგანი დასძენს, რომ "ეს სრულიად პირადი გადაწყვეტილებაა და ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია".

"საქართველოში აშშ-ის ელჩად ყოფნა ჩემი კარიერის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა. მე სამუდამოდ ვიამაყებ იმ მნიშვნელოვანი საქმით, რაც გასწია ამერიკის მთავრობის შესანიშნავმა გუნდმა როგორც ვაშინგტონში, ისე აქ, თბილისში, აშშ-ის საელჩოში, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად", – წერს დიპლომატი გავრცელებულ განცხადებაში. ის საქართველოში შეერთებული შტატების ელჩად 2023 წლიდან მსახურობდა. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *