ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ, ბიჭვინთის აგარაკების 49-წლიანი იჯარით რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილკებას საერთაშორისო მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. განცხადებები გაავრცელეს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამეტნმა და ევროკავშირის ქვეყნებმა, ასევე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი: „ჩვენ ვგმობთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში მიწების რუსეთისთვის გადაცემის არალეგიტიმურ მცდელობებს. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მიმდინარე ოკუპაცია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით და გაეროს წესდებით აღებული ვალდებულებები“.
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: "გადაწყვეტილება, როგორიცაა აფხაზეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ძალის არ მქონე და ბათილი. ევროკავშირი სრულად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში".
0 კომენტარი