აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში, რიჩარდ ნეფიუ, საქართველოსა და სომხეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, რათა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარე ძალისხმევა და გამოწვევები განიხილოს და ამასთან, მხარეებთან შემდგომი თანამშრომლობის საკითხები განისაზღვროს. დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
დაანონსებულია, რომ საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი რიჩარდ ნეფიუ, ოფიციალურ პირებს, ანტიკორუფციული ინსტიტუტების, საგამოძიებო ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.
სომხეთში კი, მას დაგეგმილი აქვს როგორც ოფიციალურ პირებთან, ისე, მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრა. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში, რიჩარდ ნეფიუ, მონაწილეობას მიიღებს სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მრგვალი მაგიდის ფორმატში.
0 კომენტარი