ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო'ბრაიანმა, საქართველოში ახლახან ხელმოწერილი საკანონმდებლო პაკეტის შესახებ შეშფოთება გამოთქვა. სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ის წერს: "შეშფოთებული ვარ კანონმდებლობით, რომელიც თავისუფლებებს ზღუდავს და საქართველოს ევროპისგან ჩამოშორების რისკს ქმნის. აშშ-ი ყოველთვის დაიცავს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს ყველასთვის."
ეს განცხადება ო'ბრაიენმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარეპისკოპოსთან, მეუფე იაკობთან შეხვედრიდან მალევე გააკეთა.
საქართველოს პარლამენტმა 17 სექტემბერს მიიღო კანონმდებლობის პაკეტი "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ", რომელიც ლგბტ უფლებებს ზღუდავს. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს მესამე მოსმენით 84 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი არავინ იყო.
2 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არ მოაწერა ხელი პარლამენტის მიერ მიღებულ ანტი-ლგბტ კანონმდებლობის პაკეტს. თუმცა, მან არ გამოიყენა ვეტოს უფლება. კანონმდებლობის პაკეტს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, 3 ოქტომბერს მოაწერა ხელი.
0 კომენტარი