აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ საქართველოს პოლიტიკური კურსის შესახებ მკაცრი შეფასება გააკეთა. 4 ოქტომბერს გამოქვეყნებულ X-ის პოსტში, რომელიც კომისიის ახალ ანგარიშს ეყრდნობა, ჰელსინკის კომისიამ შეშფოთება გამოხატა საქართველოს ტრადიციული პრო-დასავლური გზიდან გადახვევის გამო. კომისიის თანახმად, "ქართული ოცნების" მთავრობა "რუსეთისა და ანტილიბერალური ორიენტაციისკენ გადაიხარა". 

"სამხრეთ კავკასია სტრატეგიული დანის პირია. როგორც ჩანს, რუსეთი რეგიონში თავისი გავლენის შენარჩუნებას რეგიონული კონფლიქტების გაღვივებით ცდილობს, ამიტომ შეერთებულმა შტატებმა და ჩვენმა მოკავშირეებმა ჩვენი მიდგომა უნდა გადავახალისოთ. სომხეთი, რომელიც ისტორიულად რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოკავშირე იყო, ახლა მოსკოვისგან დისტანცირდება. აზერბაიჯანი აძლიერებს კავშირებს რუსეთთან და ამას ნატოს წევრ თურქეთთან და ევროკავშირთან ხანგრძლივი ურთიერთობით აბალანსებს. ამ დროს, საქართველოს "ქართული ოცნების" მთავრობა რუსეთისკენ და ანტილიბერალური ორიენტაციისკენ გადაიხარა და უგულებელყოფს ხალხის პროდასავლურ განწყობებს. რუსეთთან ეს სიახლოვე სერიოზული შეშფოთების საფუძველს წარმოადგენს", – ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *