საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
"ძვირფასო სალომე, მოხარულები ვართ, რომ პარიზში გიმასპინძლეთ! საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ ამბიციებს. ის იმედოვნებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საშუალებას მისცემს საქართველოს, გააგრძელოს თავისი ევროპული გზა." – წერს მაკრონი.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში პრეზიდენტი რამდენიმე ევროპულ ქვეყანას ესტუმრა. საფრანგეთში მან დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" პრემიერაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო გერმანიაში პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართა შეხვედრა. რამდენიმე დღის წინ ზურაბიშვილი პოლონეთში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ანჯეი დუდას შეხვდა.
0 კომენტარი