ანტიკორუფციული ბიურო TI-ის საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსს მოუხსნის. ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა, ბრიფინგზე განაცხადა.

"აუცილებლად მივიჩნევ, რომ გამოვიყენო დისკრეცია და "გამჭვირვალობა - საქართველოს" და ეკა გიგაურს გავუუქმო ყველა ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ორგანიზაციას და ეკა გიგაურს დავავალდებულეთ გამჭვირვალე გაეხადათ პოლიტიკურ პროცესებში გაწეული დანახარჯები და ეს გაეცნოთ საზოგადოებისთვის" - განაცხადა კუპრაშვილმა.

გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და სხვა ორგანიზაციებს, განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი უნდა მოეხსნათ".

24 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად დაასახელა. ფაქტს სენატორები ჯიმ რიში, ბენ კარდინი, პიტ რიკეტსი და ჯინ შაჰინი გამოეხმაურა და ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას  შემაშფოთებელი უწოდეს.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *