თელ-ავივში ტერორისტული თავდასხმისას დაშავებული საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას, თუმცა დაღუპულის ვინაობას ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ. 

1-ელ ოქტომბერს, თელ-ავივის სადგურზე ორმა შეიარაღებულმა პირმა მშვიდობიან მოქალაქეებზე ცეცხლი გახსნა. ბოლო ინფორმაციის მიხედვით, ინციდენტში დაიღუპა 8 ადამიანი და დაიჭრა მცირე 12.

ისრაელის მედიის ცნობით, ორივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. ტერორისტული თავდასხმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *