სომხეთის პრემიერ-მინისტტრი, ნიკოლ ფაშინიანი, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. მისი დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე გაიმართა.

"ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნები. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციების წევრები წარუდგინეს. საქართველოსა და სომხეთის პრემიერმინისტრები მთავრობის ადმინისტრაციაში  პირისპირ და გაფართოებულ შეხვედრებს გამართავენ, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება", - ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღესვე გაიმართება ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები, რის შემდეგაც, ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *