პარტია „ლელო“, ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ საარჩევნოდ გაერთიანდნენ. ოპოზიციური ერთობის პრეზენტაცია ევროპის მოედანზე გაიმართა. პრეზენტაციის მსვლელობისას „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარტნიორი პარტია და საზოგადოებრივი მოძრაობა წარადგინა. მისი თქმით, იქნება უფრო დიდი გაერთიანება, რადგან მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან.
ახალი პოლიტიკური ცენტრის ლიდერები აცხადებენ, რომ აღნიშნული ძალების გაერთიანება პოლიტიკურ ველზე ახალ მიზიდულობის ცენტრს შექმნის. პარტია „ლელოს“ ლიდერებმა ახალი გაერთიანების პრეზენტაციისას აღნიშნეს, რომ გაერთიანების კარი სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისთვის და აქტიური ადამიანებისთვის ღიაა, რადგან 26 ოქტომბრის არჩევნებს გადამწყვეტი და სარეფერენდუმო მნიშვნელობა ექნება.
0 კომენტარი