სენატორმა ჯინ შაჰინმა „ქართველი ხალხის აქტი“ წარადგინა როგორც ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის ძირითად ცვლილება. ვაშინგტონში მომუშავე აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში წერს, რომ შესწორება მოითხოვს სანქციებს და დამატებით ზომებს ქართველი ხალხის მხარდასაჭერად მისივე თქმით, ერთ-ერთი ცვლილება მოუწოდებს აშშ-ის მთავრობას, განიხილოს მოგზაურობის შეზღუდვები/სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ნებისმიერი ქმედებაზე, რომელიც ხელს უშლის საქართველოს სვლას ევროატლანტიკურ ინტეგრაციისკენ, ეს კი მოიცავს ძალადობას/დაშინებას საქართველოს მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების/ოპოზიციური პარტიების მიმართ.
 
გარდა ამისა, როგორც ჟურნალისტი წერს, აღნიშნული ცვლილება მოუწოდებს სანქციების დაწესებისკენ „ნებისმიერი იმ პირის მიმართ, რომელიც მუშაობს საქართველოს მთავრობის სახელით მომუშავე ხელმძღვანელ თანამდებობის პირად, მათ შორის სამართალდამცავი, დაზვერვის, სასამართლო ან ადგილობრივი ან მუნიციპალური ხელისუფლების სახელით, ასევე მათი ოჯახების წევრების მიმართ".

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *