საქართველოს მთავრობამ კურსი შეცვალა და არა მხოლოდ აშშ-სთან, არამედ ევროპის ქვეყნებთანაც შეცვალა ურთიერთობები. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მმართველი პარტია იღებს კანონებს, რომლებიც მას საშუალებას მისცემს, ზეწოლა განახორციელოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, ისევე როგორც ადამიანების დემოკრატიულ უფლებებზე.
„ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, მაგრამ, როგორც დავინახეთ, საქართველოს მთავრობამ სხვაგან გადაუხვია და სხვა გზა აირჩია. ვნახეთ, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონები, რომლებიც საქართველოს მისი დემოკრატიული ტრაექტორიისგან აშორებს. თქვენ თავადაც იცით და ისაუბრეთ კიდეც კანონზე, რომელიც მათ მიიღეს და იმ ეფექტებზე, რომლებიც ამას შეუძლია ჰქონდეს სამოქალაქო საზოგადოებაზე, ასევე შეუძლია მთავრობას ზეწოლის საშუალება მისცეს კანონიერ დემოკრატიულ უფლებებზე. ასე რომ, საქართველოს მთავრობის ქმედებებმა საფუძვლიანად შეცვალა აშშ-სთან ურთიერთობები და არა მხოლოდ აშშ-სთან, არამედ ევროპის ქვეყნებთანაც“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.
0 კომენტარი