ნატო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დააჩქაროს რეფორმები დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას. ამის შესახებ ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
„ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ერთგულია საქართველოსთან ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობის და მოუწოდებს მთავრობას, დააჩქაროს რეფორმები დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, ასევე ხელი შეუწყოს ქართელი ხალხის სწრაფვას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ“, - ნათქვამია კოლომინას განცხადებაში.


0 კომენტარი