ქართულმა ოცნებამერთხდელ უკვე დაარღვია პირობა, ამიტომ მათდამი ნდობა უკვე დაკარგულია. ამის შესახებ გერმანიის ბუნდესთაგის წევრმა თომას ჰაკერმა ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყანა ევროკავშირის წევრი არ გახდეს და კანონიუცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებმირებულ იქნე სწორედ ამ მიზნით. ჰაკერი ამბობს, რომ ქართული ოცნების ქმედებებისა და პოლიტიკის ფონზე ამ ეტაპზე ევროინტეგრაცია ვერ მოხდება. თომას ჰაკერის თქმით, ევროკავშირში დარწმუნებულები არიან, რომ ოცნების ხელისულფლებამ რუსული კანონი  სწორედ ქვეყნის ებროინტერგარციის შესაფერხებლად მიიიღო.

„როცა ევროკავშირმა საქართველოს სტატუსი მისცა, ყველას გვქონდა იმედი, რომ ამ შანსს ქართველები გამოიყენებდნენ. მაგრამ ამ ბოლო თვეების განმავლობაში აგენტების კანონის გამო ევროკავშირი მიხვდა, რომ ოცნება აკეთებს ყველაფერს რათა ქვეყანა არ გახდეს ევროკავშირის წევრი. რომ ეს კანონი მიღებული იყო სწორედ იმისთვის, რათა შეეჩერებინათ მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ვფიქრობ ასქართველოს მოსახლეობა ამის გამო არ უნდა დაზიანდეს. ამიტომ მთავრობას აღარ გავუწევთ დახმარებას. ... ევროკავშირი დაფუძნებულია გარკვეულ ფასეულობებზე და იმისტვის რომ მისი წევრი გახდეს, მტავრობამ უნდა გადააფასოს თავისი ქმედება და განვითარების მიმართულება. ოცნების პოლიტიკის ფონზე ვფიქრობთ, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება შეუძლებელი იქნება. მათი პოლიტიკა ძალიან დიდი საფრთხეა და ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასაც, სადაც ჩაწერილია რომ ასქართველო გახდება ნატოსა და ევროკავშირის წევრი. რა მოხდება თუ მთავრობა გაიწვევს რფუსულ კანონს? - აქ ნდობა არის გადამწყვეტი ფაქტორი. მათ ეს ერთხელ უკვე გააკეთეს და თქვეს რომ აღარასოდეს მიიღებდნენ მსგავს კანონს, თუმცა დაარღვიეს ეს დაპირება. ანუ მათ მიმართ ნდობა აღარ არსებობს“, - ამბობს თომას ჰაკერი.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *