ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ნაბიჯებით, მათ შორის „რუსული კანონის“ მიღებით. ამ განცხადებას თბილისში ვიზიტით ჩამოსული სახელმწიფო მიდვნის მოადგილე აკეთებს. უზრა ზეია თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებში შეხვდება ოპოზიციას, ხელისუფლების წამრომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე მოინახულებს შიდა ქართლში რუსი სამხედროების მიერ გავლებულ საოკუპაციო ზოლს.
უზრა ზეიას ვიზიტის პარალელურად კრიტიკული განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტმაც გაავრცელა და თქვა, რომ ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ნაბიჯები აფერხებს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
„უზრა ზეია მკაფიოდ დააფიქსირებს, რომ საქართველოს მთავრობის არადემოკრატიულმა ქცევამ და დეზინფორმაციამ აშშ-ის შესახებ დააზიანა ჩვენი ხანგრძლივი ურთიერთობა. სახელმწიფო მდივნის მოადგილე ასევე ხაზგასმით ისაუბრებს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერაზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ქართველი ხალხის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და იმ დახმარების შესახებ, რომელიც საქართველომ შეერთებულ შტატებთან 32 წლიანი პარტნიორობის განმავლობაში მიიღო. გარდა ამისა, ის გაიმეორებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოების არსებობის მნიშვნელობას“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში.
0 კომენტარი