აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ გავრცელებული მოსაზრება, თითქოს აშშ საქართველოში მმართველი პარტიის დისკრედიტაციას ცდილობს, ყალბი პროპაგანდაა. მილერის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოსკოვი მსგავს განცხადებებს აკეთებს არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც.
„ეს არის დეზინფორმაცია და აშკარაა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოსკოვი მსგავს განცხადებებს აკეთებს საქართველოზე და არა მხოლოდ მასზე. გარდა ამისა, მინდა ხაზი გავუსვა რუსეთის ცინიზმს, რადგან სწორედ ეს ქვეყანაა, რომელიც საქართველოს 20%-ის ოკუპაციას ახდენს“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „ამერიკელმა კურატორებმა საქართველოში ოპოზიციურ ძალებს უკვე მისცეს ბრძანება, რომ არჩევნებთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების დაგეგმვა დაიწყონ“.
0 კომენტარი