ვაშინგტონში საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის გადახედვას ითხოვენ. ამერიკელი სენატორების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მკვეთრად ანტიდემოკრატიული პოლიტიკის პირობებში ამერიკამ უნდა გადახედოს ოცნების ხელისუფლებასთან სამხედრო ურთიერთობებს. აღსანიშნავია, რომ პენტაგონის 2025 წლის მთავარ შემაჯამებელ დოკუმენტში საქართველო და მასთან შემდგომი სამხედრო პარტნიორობის გაღრმავების საკითხი საერთოდ ვერ მოხვდა, რასაც ანალიტიკოსები სწორედ პრორუსი ოლიგარქის ანტიდასავლურ პოლიტიკას უკავშირებენ.

„მოხარული ვარ, რომ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში გაჩნდა ფორმულირება, რომელიც თავდაცვის დეპარტამენტს ავალდებულებს, გადახედოს საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას. ჩემი კანონპროექტის ეს დებულება უგზავნის მკაფიო მესიჯს საქართველოს მთავრობას, რომ მის ბოლო ქმედებებს ექნება შედეგები“, - წერს სოციალურ ქსელში სენატორი ჯინ შაჰინი.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *