ქართველი ხალხის აქტი, რომელიც სენატშია წარდგენილი, „ქართული ოცნებისთვის“ დაწესებულ შეზღუდვებს განუსაზღვრელ ვადას მიანიჭებს. ამის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, სენატორი ჯინ შაჰინი, სოციალურ ქსელში წერს, რითაც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქციების პირველი პაკეტის გამოცხადებას ეხმაურება. გარდა ამისა, ჰელსინკის კომისიის ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესში მხარდაჭერა იზრდება კიდევ ერთი დოკუმენტის მიმართ. ეს არის რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ MEGOBARI აქტი, რომელსაც ახალი ანაინიციატორებიც ჰყავს.
„მივესალმები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ნაბიჯს, სავიზო შეზღუდვები დაუწესონ მათ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრასა და მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმაზე. ჩემი ორპარტიული კანონპროექტი ამ შეზღუდვებს მუდმივს გახდის, რაც ცხადყოფს, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის მოკლევადიანი შედეგი“, - წერს ამერიკელი სენატორი სოციალურ ქსელ X-ში.
0 კომენტარი