აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ვაშინგტონს საქართველოში ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოუცხადებია, თუმცა ისინი არ დააყოვნებს.

„ჩვენ უკვე გამოვთქვით შეშფოთება იმის გამო, რომ ამ კანონს საქართველო დემოკრატიული გზიდან გადაჰყავს. ის სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას ახდენს და ახშობს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. ეს ის ქმედებებია, რაც ფუნდამენტურად ცვლის აშშ-საქართველოს ურთიერთობებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავიწყეთ ჩვენი ურთიერთობების გადახედვა და განვიხილავთ საქართველოს ხელისუფლების მიმართ საპასუხო ქმედებას. ჩვენ გამოვაცხადეთ სანქციების ახალი პოლიტიკა და ჯერ არ გამოგვიცხადებია ინდივიდუალური სანქციები. ამ საკითხზე მეტს არ ვისაუბრებ, მაგრამ ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ არ ვიყოყმანებთ”, - განაცხადა მეთიუ მილერმა.

28 მაისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია დაქართული ოცნებისმიერ დაინიცირებული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საბოლოო კენჭისყრაზე 84 ხმით დაამტკიცა.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *