დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კემერონი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საბოლოო დამტკიცებას ეხმაურება.
„ქართველი ხალხი მკაფიოდ აცხადებს, რომ დაკუთარ მომავალს ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ხედავს. საგარეო გავლენის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს გადალახვით საქართველოს მთავრობამ ზურგი აქცია ამ მისწრაფებებს. დიდი ბრიტანეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას“, - წერს დევიდ კემერონი სოციალურ ქსელში.
0 კომენტარი