ჯინ შაჰინი - აშშ-ის სენატორი
„ქართული ოცნების“გადაწყვეტილებით, დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო უცხოური აგენტების კანონზე, იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ არა გაკვირვებული.ჩემი „ქართველი ხალხის აქტი“უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას მათთვის, ვინც საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიას და უგულებელყოფს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობისსურვილებს“.
მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი - ევროსაბჭოს გენერალური მდივანი
ძალიან ვწუხვარ საქართველოს პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილების გამო.
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკომისიის თავმჯდომარე
ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს და მოვუწოდებთ მთავრობას, ხელახლა აღასრულოს ევროკავშირის მისწრაფებები. ქართველ ხალხს უმრავლესობით სურს EU-ში გაწევრიანება.მაგრამ კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ.ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს და მოვუწოდებთ მთავრობას ხელახლა აღასრულოს ევროკავშირის მისწრაფებები.
პეტერ სტანო - ევროკომისიის პრესსპიკერი
მოვუწოდებთ საქართველოს მმართველ ხელისუფლებას, შეცვალონ პრიორიტეტების შეუსრულებლობის უარყოფითი ტენდენცია და მტკიცედ დაბრუნდნენ EU-ის გზაზე. ჯერ კიდევ არის დრო, რომ შეიცვალოს არსებული დინამიკა. EU და მისი წევრი სახელმწიფოები განიხილავენ ყველა ვარიანტს რეაგირებისთვის.
მიხაელ როთი - ბუნდესთაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
სამწუხარო დღე საქართველოსთვის და ევროპისთვის. საქართველოს პარლამენტმა „უცხოური აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ყველა ქართველის გვერდით ვდგავარ, ვინც მშციდობიანად იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვისა და ღირსებისთვის. არ დაივიწყოთ: „როდესაც ისინი მორალურად ეცემიან, ჩვენ ვმაღლდებით“. არ დანებდეთ. არჩევნები მალეა.
მარგუს ცაჰკნა - ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
შეძრწუნებულები ვართ საქართველოს პარლამენტის არჩევანით, არ გამოიყენოს ისტორიული შესაძლებლობა ევროინტეგრაციის გასაგრძელებლად და თავისი ხალხი დატოვოს გაფართოების მოლოდინში განუსაზღვრელი მომავლისთვის.
ბაიბა ბრაჟე - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებაზე კანონის მიღების შესახებ, რომელიც ქვეყანას გადაახვევინებს EU-ში ინტეგრაციის გზიდან. გასულ წელს EU-მა მისცა საქართველოს შანსი კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. ეს იყო ისტორიული მომენტი საქართველოსთვის და აშკარად მხარდაჭერილი მისი ხალხის მიერ. სევდიანი დღეა.
0 კომენტარი