საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს სამოქმედო გეგმას, ე.წ. „ქართულ ქარტიას“ სთავაზობს. „ქართული ქარტია“ ითვალისწინებს ათზე მეტ სფეროში რეფორმების გატარებას და მასზე ხელმოწერის შემთხვევაში პარტიები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ყველა ამ პირობას შეასრულებენ. ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, 1 ივლისამდე მიიღონ გადაწყვეტილება - შეუერთდებიან თუ არა „ქართულ ქარტიას“.
ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმა მოიცავს ერთწლიანი ტექნიკური მთავრობის შექმნას, ე.წ. „აგენტების კანონისა“ და „ოფშორების კანონის“ გაუქმებას, ასევე, სასამართლოს, შსს-ს, სუსის და სხვა მიმართულებებით რეფორმების ჩატარებას.
პრეზიდენტის ინიციატივას უკვე გამოეხმაურა რამდენიმე ოპოზიციური პარტია. „ახალმა“, „დროამ“, „გირჩი - მეტი თავისუფლებამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ განაცხადეს, რომ „ქართულ ქარტიას“ ხელს მოაწერენ.
0 კომენტარი